გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორის იუსტიციის სახლთან შუახნის ქალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის დააპატიმრეს

14-07-2019

გორის სასამართლომ შუახნის ქალს ერთდღიანი პატიმრობა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო შეუფარდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა გუშინ შეადგინეს.


ოქმის მიხედვით, ქალი იუსტიციის სახლთან იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. მოსამართლის კითხვაზე, თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, ქალმა განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე არ ურიგდებოდა.


,,ვეუბნებოდი, რომ შერიგებულიყო ჩემთან. გამომიყვანა მდგომარეობიდან", - განაცხადა ქალბატონმა პროცესზე.


პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით, (ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი) შეადგინა ოქმი.




https://www.qartli.ge