გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სათხეს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს წარწერებიან საფლავის ქვებს მიაკვლიეს

14-07-2019

სათხეს სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩნდა ორი საფლავის ქვა, რომელზეც წარწერებია დატანილი – ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე „ფეისბუქზე“ წერს.


ანთიძის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, წარწერაში მოხსენიებულია მე-17 საუკუნეში ტაძრის რესტავრატორი, ზურაბიშვილი.


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი​ აცხადებს, რომ სპეციალისტები სრულფასოვან კვლევას აღნიშნულ საკითხზე მალე გამოაქვეყნებენ.