15-07-2019
რაჭაში, სოფელ ნიკორწმინდაში დოღი გაიმართა. ადგილობრივების თქმით, 90-იანი წლების შემდეგ ასეთი მასშტაბური საცხენოსნო შეჯიბრი არ ჩატარებულა.
დოღში მონაწილეობისთვის სოფელ ნიკორწმინდაში ცხენოსნები ჭიათურიდან, თერჯოლიდან, ვანიდან, საჩხერიდან, ამბროლაურიდან და ონიდან ჩავიდნენ. შეჯიბრში 25-მდე ცხენი მონაწილეობდა.
დოღის ჩატარების ტრადიციის აღდღენის იდეა ამბროლაურელ თენგიზ გოგორელიანს ეკუთვნის. ორთვიანი სამზადისის შემდეგ ჩატარებულმა დოღმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ადგილობრივებში, ასევე სტუმრებში. აგვისტოში კიდევ უფრო დიდი მასშტაბის საცხენოსნო შეჯიბრის ჩატარება იგეგმება.
ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ და დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღეს მონაწილეობა.
ერთკილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – კობახიძე ასლან (ნიკორწმინდა) II – ცაგურიშვილი მამუკა (თლუღი) III – ცაგურიშვილი დავითი (თლუღი);
ორკილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – ფოფხაძე გიორგი (ვანი) II – ვანიშვილი ნოდარი (თერჯოლა) III – ცაგურიშვილი ზაქრო (თლუღი);
სამკილომეტრიან გარბენში გაიმარჯვა:
I – ფოფხაძე გიორგი (ვანი) II – მეტრეველი გიორგი (ონი) III – ვარდოსანიძე თენგიზი (იმერეთი) იორღა I – აბაიშვილი ლაშა (სევა) II – მეტრეველი გიორგი (ონი) III – ჩიხრაძე საბა (ონი).
ნიკორწმინდაში დოღი სამხარეო ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის და სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა.