15-07-2019
სოფელ ვეჯინში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმები თქმით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილს პოლიცია სწავლობს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.