გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალციხეში "ზუმერის" მაღაზია გაქურდეს

15-07-2019

ახალციხეში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს. ჩამსხვრეულია კარის მინა. მენეჯერის თქმით, წაღებულია ნივთები, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას ჯერ ვერ ადგენენ.


პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულა, ადგილზე მუშები რჩებიან, რომლებიც დაზიანებულ კარს აკეთებენ და ტერიტორიას ასუფთავებენ.


შემთხვევა დაახლოებით, ღამის 3-ის ნახევრიდან სამ საათამდე პერიოდში მოხდა.


მენეჯერი გვიყვება, რომ სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ადგილზე დაცვის და კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა ტექნიკის გატანა მაინც შეძლეს.


"სალაროდან თანხა არ არის გატანილი. ვიდეოთვალის ჩანაწერები ამოიღო პოლიციამ და იმედია დაადგენს ვინ ჩაიდინა", - გვითხრა მენეჯერმა რიტა პარუნაშვილმა.


https://pia.ge/