გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ჯავახეთის ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება

15-07-2019

ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 და ნინოწმინდის, სოფელ არაქალის, სკოლებში ენერგოეფექტურობის დასანერგად ტენდერია გამოცხადებული.


ორივე შენობაში თერმული მახასიათებლები უნდა გაუმჯობესდეს.


ჯავახეთის ორი სკოლა ენერგოეფექტური გახდება.


საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ჯავახეთის ორის სკოლის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ, ტენდერი 905 715 ლარზე გამოცხადა.


სკოლების თბოიზოლაციას ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO) დააფინანსებს.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გაუმჯობესდება გარე მხრიდან შენობების თერმული მახასიათებლები და განახლდება გათბობის სისტემა.


ნინოწმინდის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლა 1967 წელს არის აშენებული. ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა კი 2012 წელს.


„შენობის ენერგოეფექტური პროექტის მიზანია, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება და პერსონალის და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესება, რაც შემდგომში უზრუნველყოფს თბომატარებლებზე ბიუჯეტის სახსრების დაზოგვას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას“, - ნათქვამია დოკუმენტაციაში.


http://sknews.ge/