15-07-2019
გორში, მაგნიტის ფილიალის ყოფილმა მენეჯერმა, რომელსაც გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო ედავება, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყანა დატოვა და რუსეთში წავიდა. საუბარია წმინდაწყალზე მდებარე სუპერმარკეტის ყოფილ მენეჯერზე.
გამოძიების ვერსიით, მანს დაახლოებით 15 ათასი ლარი მიითვისა.
მიმართა თუ არა შს სამინისტრომ რუსეთის ფედერაციას დახმარებისთვის, შსს-ს პრეს-სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ. ქვეყნის დატოვების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ უარყოფენ.
,,გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერც დაგიდასტურებთ და ვერ უარვყოფთ" - აცადებენ პრეს-სამსახურში.
qartli.ge მაღაზიათა ქსელ "მაგნიტის" საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ცნობისთვის, გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე "მაგნიტის" ფილიალის ყოფილ მენეჯერს კომპანიამ უჩივლა, შეტყობინების მიხედვით, ახლაგაზრდა მამკაცმა მაღაზიიდან თანხა წაიღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აწარმოებს.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს თანხის მითვისებას და გაფლავნგვას წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ.