გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მარნეულის თეატრალური დასის წარმატებები ქართულ და საერთაშორისო სცენაზე

15-07-2019

მარნეულის თეატრალური დასის წარმატებები ქართულ და საერთაშორისო სცენაზე.


მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრთან“ არსებული თეატრალური დასი გასტროლით, ახალგაზრდული თეატრების მე-10 საერთაშორისო ფესტივალზე - "ხიდი", საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა, სადაც ფესტივალის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა.


ფესტივალის ორგანიზატორებმა დიპლომი გადასცეს სპექტაკლის რეჟისროს გოჩა ხვიჩიასაც.


საერთაშორისო გასტროლი გახორციელდა მარნეულსა და (საქართველო) გდანსკს (პოლონეთი) შორის გაფორმებული ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.


აღსანიშნავია, რომ ამჯერად, მარნეულის დასი სპექტაკლით „აირწინაღი" თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართულ პროგრამაშია.


აღნიშნულ სპექტაკლში დასმულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ნაადრევი ქორწინების შედეგად არის განპირობებული.


ნების საწინააღმდეგო ქორწინება, ჩამორთმეული განათლების მიღების უფლება, შეზღუდული პიროვნული განვითარების შესაძლებლობა, სოციალური იზოლაცია, სიღარიბის ფემინიზაცია, გენდერული დისკრიმინაციისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი-პატარა გოგო მძიმე ისტორიით, რომელიც ადრეული ქორწინების მსხვერპლია.


სწორედ ეს თემები წამოიწია რეჟისორმა სპექტალკში და კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს ადრეული ქორწინების მანკიერი შედეგები.


ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


https://inforustavi.ge/