გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დევნილთა 9 დასახლება სადაც შიდა გზები მოასფალტდება

15-07-2019

მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა დასახლებებში შიდა გზების მოასფალტებას აპირებს.


ამის თაობაზე ფონდმა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად 194 000 ლარი გამოიყო.


იხილეთ იმ დასახლებების ჩამონათვალი, რომელთა შიდა გზების მოასფალტების მიზნით, პროექტები მზადდება.


გორის მუნიციპალიტეტში: ხურვალეთი (სიგრძით: 2 350 მ), შავშვები (სიგრძით: 3 030 მ), ბერბუკი (სიგრძით: 2 865 მ), სკრა (სიგრძით: 1 890 მ)


ქარელის მუნიციპალიტეტში: მოხისი (სიგრძით: 2 010 მ), ახალსოფელი (სიგრძით: 1 680 მ);


კასპის მუნიციპალიტეტში: თელიანი (სიგრძით: 595 მ), მეტეხი (სიგრძით: 575 მ);


მცხეთის მუნიციპალიტეტში: წეროვანი (სიგრძით: 5 100 მ). მთლიანი სიგრძე 20 095 მ. (დაზუსტდეს ადგილზე) სიგანე 5-6 მ. გზები მოხრეშილია და საფარი ნაწილობრივ დაზიანებულია.


კიუვეტები ზოგ უბანს არ გააჩნია და ზოგიც გაბიდნულია, ასევეა წყალგამტარი მილებიც. სკრაში და მოხისში ძირითადად მოწყობილია ბეტონის კიუვეტები, ხოლო წეროვანში მოწყობილია სრულად.



https://www.qartli.ge/