გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ტაძრისში სახალხო დღესასწაული „ათონელობა“ აღინიშნა

15-07-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში სახალხო დღესასწაული „ათონელობა“ აღინიშნა.


დღესასწაული მე-11 საუკუნის ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის, მწერლის, მთარგმნელის, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვრის გიორგი ათონელის პატივსაცემად გაიმართა.


დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებები.


კონცერტზე მერმა ლევან ლიპარტიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გოგიჩაიშვილმა საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები და მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელები დააჯილდოვეს.


„ათონელობის“ დღესასწაული სახალხოდ გასულ წელს აღინიშნა.


მისი ინიციატორი სოფელ ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ვიოლეტა ბალახაშვილი და ადგილობრივები იყვნენ.


მერის ლევან ლიპარტიას თქმით, დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციად იქცევა და შესაბამისად, ის ყოველ წელს გაიმართება.


დღესასწაულს ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები დაესწრნენ.


ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.


https://www.interpressnews.ge