16-07-2019
ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, 26 და 29 წლის მამაკაცები დაშავდნენ.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ხობისა და ფოთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„26 წლის მამაკაცს, რომელსაც ზედაპირული ტრავმები აღენიშნება, სამედიცინო კვლევები უტარდება“- აღნიშნა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
მეორე დაშავებულსს, 29 წლის მამაკაცს კი, ექიმების ინფორმაციით, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და რამდენიმე ზედაპირული ჭრილობა აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული მუხლით ჩადენილი ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.