16-07-2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის შენობაში 60 წლამდე მამაკაცი იპოვეს, რომელსაც არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„ადგილობრივმა იპოვა ბაღის შენობაში მამაკაცი, რომელიც იატაკზე ეგდო. როგორც ამბობენ, თავი ჰქონდა შესიებული და ყურებიდან სისხლი სდიოდა, მოტეხილობაც აქვსო.
დეტალები არ ვიცი.
ის ახლა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული და ოპერაცია უტარდება,“ - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში ცოტნე დადიანმა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.