გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხობში მიტოვებულ შენობაში ნაპოვნ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

16-07-2019

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ადგილობრივებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი იპოვნეს, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.


დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


"როცა იპოვეს, როგორც ვიცი, უგონო მდგომარეობაში იყო. სავარაუდოდ, წაქცეულია და თავი აქვს დარტყმული, ნეკნიც მოტეხილიაო, მითხრეს. აქ მარტო ცხოვრობს, ოჯახის წევრები თბილისში ჰყავს. რა მოხდა, არ ვიცით, თუმცა, კონფლიქტური პირი ნამდვილად არ არის", - აღნიშნა სოფლის გამგებელმა ცოტნე დადიანმა.


ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის კომაშია და მართვით სუნთქვაზეა.


"პაციენტს აღენიშნება ქალა ტვინის ტრამვა, თავის ტვიმის დაჟეჟილობა, ტრამვული სუბდურული სუსხლჩაქცევა, სასიცოცხლო ჩვენებით გაყვანილია ოპერაციაზე", - აცხადებენ მედიკოსები.


შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.




https://pia.ge/