გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზუგდიდში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

17-07-2019

ზუგდიდში, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე, შუქნიშანთან ტაქსის მანქანა 15 წლის გოგონას დაეჯახა.


თვითმხილველების ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი შუქი ენთო.


დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



1tv.ge