გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რუსთავის მოსახლეობა ციხის აშენების წინააღმდეგ იბრძვის

19-07-2019

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამრთლოში პროცესი დაიხურა.


როგორც საქმეში მოსარჩელე მხარის, ჭყონდიდელის დასახლებაში რეგისტრირებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების უფლებადამცველმა, ნიკოლოზ გრიგალაშვილმა განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი საკითხების განხილვა, რის გამოც მოხდა პროცესის დახურვა.


მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობა შეწყდეს. საქმეში მოპასუხე მხარეა სპეციალური პენიტენციალური სამსახური.


"ჩვენ გამოვითხოვეთ სხვადასხვა უწყებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ მათ მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ. ესაა ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიგვაჩნია, რომ მშენებლობა უკანონოა. ასევე, ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანახმად, მაგ ტერიტორიაზე საწარმოო ზონა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული", - აცხადებს ნიკოლოზ გრიგალაშვილი.


ადვოკატის თქმით, მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სასამართლო განხილვის პერიოდში ციხის მშენებლობა შეჩერდეს. მისი თქმით, თუ მოსახლეობის სარჩელი დაკმაყოფილდება, მშენებლობაზე გაწეული ხარჯები ფუჭად გადაყრილი იქნება.




https://inforustavi.ge/