ორშაბათი, აპრილი 07, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ანაზღაურებადი განვითარების პროგრამა „ინპორტ_STEM“ დაიწყო

19-07-2019

ფოთის საზღვაო ნავსადგურში ანაზღაურებადი განვითარების პროგრამა „ინპორტ_STEM“ დაიწყო. პროგრამა ტექნიკური მიმართულებით ხასიათდება და ამჯერად მასში 10 სხვადასხვა პროფესიის მქონე მონაწილეა ჩართული, რომლებიც ფოთის პორტში სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.


როგორც „ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ განაცხადეს, პროგრამის მონაწილეებმა პრაქტიკული სტაჟირების დაწყებამდე მოკლე თეორიული კურსი გაიარეს, რომელიც უმეტესწილად A.P. Moller-Maersk ჯგუფის ღირებულებების, სამუშაო მიდგომების, მიმართულებების, კომპანიის გაცნობასა და გათავისებას ემსახურებოდა.

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ როგორც ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ხელს უწყობს ქალების და გოგონების წახალისებას ამჟამად ე.წ. „არატრადიციულ სამუშაოებზე“ დასაქმების კუთხით. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეებიდან გვყავს გოგონები ისეთ პოზიციებზე როგორებიცაა: ამწის ოპერატორი, ელექტრიკოსი და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი“, - ნათქვამია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ განცხადებაში.


მათივე ინფორმაციით, ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა „ინპორტი“ პირველად 2017 წელს განხორციელდა, მას შემდეგ კი პროგრამების 24 მონაწილიდან 15 დღესაც აგრძელებს კომპანიაში მუშაობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის წინსვლასა და განვითარებაში.






https://www.interpressnews.ge/ka/