გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდი ქალთა ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს

19-07-2019

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ორდღიან ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობენ. ფორუმი რეგიონის ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების გაძლიერებასა და აქტიურ ჩართულობას ემსახურება. 

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ხელმღვანელი იენი რატილაინენი; სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ქეთევან ქვარცხავა გახსნიან. 

ორდღიანი ფორუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკურ საქმიანობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. ფორუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობისა და შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. ქალ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო კონსულტაციები თუ რჩევები მიიღონ და ტურიზმისა და მერკეტინგის ექსპერტებთან, რომლებსაც სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის განვითარების პერსპექტიული ხედვები აქვთ, სამომავლო კონტაქტი დაამყარონ. ექსპერტებისა და ქალი მეწარმეების სამომავლო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული ბიზნესების, ისე რეგიონული ტურიზმის განვითარებას. ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ქალებისთვის ხელმისაწვდომი ტრენინგების, საგრანტო პროგრამების, განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. 

ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული აქტივობები გააერთიანებს ქალი როლური მოდელების ფოტო გამოფენას, საინფორმაციო სტენდებსა და ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართულ ვორკშოპებს. 

მთავარი გზავნილი - „გააძლიერე შენი ბიზნესი ქალთა გაძლიერებით“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კამპანიისთვის შეარჩია, მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ქალებისა და დამწყები ქალი მეწარმეების კავშირების გაუმჯობესებას კერძო სექტორსა და ბიზნესასოციაციებთან. კამპანია ეყრდნობა ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ, 2010 წელს შემუშავდა. აღნიშნული პრინციპები და რეკომენდაციები ეხმარება ბიზნესს, რათა მან ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას სამუშაო ადგილებზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. ფორუმი ნორვეგიისა და აშშ-ს მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პირველი ორი რეგიონული ფორუმი ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.