გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ხაშმში სასტუმრო „შატო ხაშმი" გაიხსნება

19-07-2019

20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან.

11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი იქნება განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. ასევე, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება სასტუმროში არსებულ მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო.

მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას.
შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი.

2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 104 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 279,6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული104 სასტუმრო შექმნის 3 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 800-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.