გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შსს-ს თანამშრომლებისთვის ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა

20-07-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - "ტერორიზმი და იმპოსტერები" გაიმართა. 

სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მსახურობენ, ცოდნა გაიღრმავეს, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ შემოუშვან ე.წ. "იმპოსტერი" - პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თავს ასაღებს, აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად.

ტრენინგის მიზანი იყო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გურამ დავითაშვილმა ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.