გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ნინოწმინდაში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

20-07-2019

ნინოწმინდაში, სოფელ განძასთან „Mitsubishi Airtrek“–ის მარკის ავტომანქნის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან ხევში გადავარდა. შედეგადა ორი ადამიანი დაშავდა.


ნინოწმინდაში შემთხვევა გუშინ, 19 ივლისს დაახლოებით ღამის 22:00 მოხდა.


ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს. ავტომანქნაში მძღოლი და ოთხი მგზავრი იჯდა.


დაშავებულები სხვადასხვა მოტეხილობებით ნინოწმინდის საავადმყოფოში მოათავსეს. ერთ–ერთი მათგანი კი მდგომარეობის სიმძიმის გამო, გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს.


ავტომანქანას კი საწვავის გაჟონვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.


შსს–მ საქმეზე ძიება, სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.



sknews.ge