გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება

22-07-2019

სადგურ სვირის გაზიფიცირება იწყება. სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელში 11 კმ- იანი გაზსადენის მშენებლობა იგეგმება.


ამის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან  განაცხადეს.


მათივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში დამატებით 150 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.


გაზიფიცირების პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, მოადგილე დავით მაღრაძე, მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.


„გაზიფიცირების მიმრთულებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. გარდა სადგური სვირისა, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება რკვიაში, მარტოთუბანში, სანახშირეში. პროექტის ფარგლებში 600 აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს. პროექტი არსებობს და გამოცხადდება ტენდერი ტაბაკინის, კლდეეთის და თვრინის გაზიფიცირებაზე“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა სადგურ სვირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.



https://www.interpressnews.ge/ka/