გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დატანილი დასახელებები ისევ არ შეუცვლიათ

24-07-2019

საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ახალქალაქში შეცდომით დატანილი აბრების შეცვლა არ დაუწყია. უწყებაში დასახელებების შეცვლას ივლისის დასაწყისში გეგმავდნენ.


საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ახალი აბრები იყო დასამზადებელი, რის გამოც ივლისში მათი შეცვლა ვერ მოხერხდა.საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ახალი აბრები იყო დასამზადებელი, რის გამოც ივლისში მათი შეცვლა ვერ მოხერხდა.


„კომპანიას უკვე შეკვეთილი აქვს აბრები, სადაც სწორედ იქნება დატანილი დასახელებები და მალე დაიწყება შეცვლის პროცესი. ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლომდე დავასრულებთ“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.


უწყებაში მბობენ, რომ ახალქლაქის გარდა, აბრები რეგიონის ყველა იმ ტერიტორიაზე შეიცვლება, რომელიც დეპარტამენტის ბალანსზეა და დასახელებები არასწორად არის დაწერილი.


ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ათობით სოფლის აბრაზე, დასახელებები შეცდომითაა დატანილი. აღნიშნულის შესახებ პირველად, სოციალურ ქსელში, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა.


სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ენის პალატას დასახელებების შესასწავლად მიმართა, რის შემდეგაც, ენის პალატისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაციამ დასახელებები დააკორექტირა და, ახალი აბრების განსათავსებლად, შესაბამისი დოკუმენტი საგზაო დეპარტამენტს გადაუგზავნა. 






http://sknews.ge/