გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახალციხეში ორ ადგილზე ტრენაჟორები მონტაჟდება

24-07-2019

ქალაქ ახალციხის ხელოვნური ტბისა და 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ, პარკში, ღია ცის ქვეშ, ფიტნესის ტრენაჟორები კეთდება. თითო ლოკაციაზე 10-10 ტრენაჟორი დამონტაჟდება.


ხელშეკრულება 38 609 ლარზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გეო–გრინს“ შორის 17 ივლისს გაფორმდა. ხელშეკრულება 38 609 ლარზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და „გეო–გრინს“ შორის 17 ივლისს გაფორმდა. 


ტრენაჟორები 14 წელს ზემოთ პირებისთვის იქნება განკუთვნილი. 9 აპრილის ქუჩაზე უკვე მოწყობილია ფანჩატური. ახლა კი მიმდინარეობს ტრენაჟორების დამონტაჟება. 


„ნიჩბოსანი“, „სხეულის ამზიდი“, „აზიდვა მკერდიდან“, „მიზიდვა მკერდისკენ“, „აზიდვა ფეხებით“, „ტვისტერი“, „მუცლის კუნთებისთვის“, „წელის კუნთებისთვის“, „ელიფსური“ და „ორმხრივი ძელი“ – ეს იმ ტრენაჟორების ჩამონათვალია, რომლებიც მონტაჟდება.


ტრენაჟორების გაკეთება იგეგმება თამარაშვილის ქუჩა #4-ის მიმდებარედ და ასპინძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანთან.





http://sknews.ge/