გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხის ციხე მულტიკულტურულ ფესტივალს უმასპინძლებს

24-07-2019

26 ივლისს, 19:00 საათზე, ახალციხის ციხეზე, ახალგაზრდული კლუბის - “SKYE PERFECT” - ორგანიზებით, „ახალგაზრდული მულტიკულტურული ფესტივალი“ გაიმართება.


ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრები, მუსიკალური ნომრები, გამოფენილი იქნება კოლეჯ “ოპიზარის“ სტუდენტების მიერ შექმნილი ხის ნაკეთობები, ასევე - შშმ პირთა ცენტრის - „ტალიტა კუმის“ მოსწავლეთა ნამუშევრები. საღამო დასრულდება ფეირვერკით.


ფესტივალის მიზანია რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ცხოვრების გამრავალფეროვნება, ჩვენს რეგიონში მცხოვრები ეთნიკურ - რელიგიური უმცირესობების კულტურის გაცნობა. 


ღონისძიების პარტნიორები არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ახალციხის ციხის ადმინისტრაცია. 


პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, SOS – ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.





http://sknews.ge/