გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრები აშენდება

25-07-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი აშენდება.


აღნიშნული ცენტრების სამშენებლო  სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი  ავთანდილ თალაკვაძე,  მოადგილე  დავით  ტორუასთან ერთად.


აღსანიშნავია, რომ სულ მალე ქალაქ მარნეულს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნებათ, რომელიც აღჭურვილი იქნება  ყველა საჭირო ინვენტარით, რაც  მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტებს მარნეულში,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.




https://inforustavi.ge/