გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ახალქალაქში მუშებმა გაფიცვა დაასრულეს

25-07-2019

დღეს, 25 ივლისს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თანამშრომლებმა მუშაობა განაახლეს. გაფიცულ მუშებს სამი თვის ანაზღაურება ჩაერიცხათ.


ახალქალაქში, რკინიგზაზე დასაქმებულმა მუშებმა, ორი თვის დავალიანება 24 ივლისს მიიღეს, ერთი თვის კი - დღეს, 25 ივლისს. ისინი ამბობენ, რომ ამით, ივნისის ჩათვლით, ანაზღაურება ჩაერიცხათ, თუმცა ივლისის ხელფასს კვლავ ელოდებიან. 


„სულ ოთხთვიანი დავალიანება გვქონდა. ერთი თვის გასულ კვირას მოგვცეს, ორი თვის გუშინ და დღესაც ერთი თვის დაირიცხა. ჯერ ყველა თანამშრომელზე სრულად არ დარიცხულა, მაგრამ ჩვენ მაინც გავედით სამუშაოდ“, - აცხადებენ მუშები. 


რკინიგზაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანია „დემირიოლსერვისასგან“ კუთვნილ ანაზღაურებას, უკვე ერთი თვეა, მოითხოვენ. მათ უხელფასობა ოთხჯერ გააპროტესტეს, 23 ივლისს კი თურქეთიდან შემოსულ მატარებელს გზა გადაუკეტეს. 


თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის სამართლებრივი დავის დაწყება პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებები არ აქვთ და სამსახურში სიტყვიერი შეთანხმებით მუშაობენ. ადგილზე დასაქმებულები არიან ასპინძისა და ახალქალქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლები, ასევე – ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც კომპანიამ თავად ჩამოიყვანა.


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მუშებს აწუხებთ, ის არის, რომ აგვისტოდან კომპანია „დემირიოლსერვისი“ აქ სამუშაოებს წყვეტს და ადგილზე სხვა თურქული კომპანია შემოდის. მუშები ეჭვობენ, რომ შესაძლებელია, ახალმა კომპანიამ ისინი აღარ დაიქირავოს. ამიტომ ნამუშევარი დღეების დროულად ანაზღაურება სურთ.


„შემოდის ახალი კომპანია. მათ თქვეს, რომ ვისაც მუშაობა უნდა, დარჩეს და იმუშაოს, ხელშეკრულებებსაც დავდებთ, ჩვენ თურქეთიდან მუშების შემოყვანას არ ვაპირებთო“, - აცხადებს კომპანია „დემირიოლსერვისის“ წარმომადგენელი მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე მურად ბუიძე. ამ ეტაპზე მუშებმა ოთხთვიანი უხელფასობის გამო დაწყებული პროტესტი დაასრულეს. 






http://sknews.ge/