გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ავარია ხულოში - დაღუპულია ბაბუა და შვილიშვილი

25-07-2019

ხულოში ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი.


როგორც  შსს-ში განაცხადეს, დაღუპულები ბაბუა და შვილიშვილი არიან. კიდევ ერთი დაშავებული ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


უწყების პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





https://pia.ge/