26-07-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოვარდნილმა მდინარემ "მესტიაჭალაჰესი 1"-ის შენობები გაანადგურა.მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მოვარდნილმა მდინარემ "მესტიაჭალაჰესი 1"-ის შენობები გაანადგურა.
მყინვარ ჭალაადის გზაზე, მათივე ინფორმაციით, წაღებულია 10-მდე ავტომობილი, თუმცა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"დაზიანებულია და განადგურებულია ჰესის ხიდი, მანქანები. ასევე, ჰიდროელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა. საბედნიეროდ, მოსახლეობასთან ახლოს არ არის და არც მოქალაქეები იმყოფებიან იმ ადგილას. ამ მომენტისთვის ყველა გაყვანილია. მიმდებარედ რჩებიან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები", - უთხრეს რადიო "პირველს" მერიაში.
გარდა ამისა, დაზიანებულია წყლის მილები, რის გამოც დაბა მესტიის მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.