გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპში აუზის გაკეთების მოთხოვნით პეტიციის შეგროვება დაიწყო

26-07-2019

კასპში საცურაო აუზის აშენების მოთხოვნით პეტიციის შეგროვება დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას ადგილობრივი მკვიდრი ნათია ბითარიშვილი ავრცელებს.


,,ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ კასპში გაიხსნას საცურაო აუზი, ჩვენთან ერთად მონაწილეობა მიიღეთ ხელმოწერების შეგროვებაში" - მიმართა ბითარიშვილმა თანამოქალაქეებს.


ნათია ბითარიშვილი, თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ პეტიციის შესადგენად მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ხელმოწერაა საჭირო, რათა შვილებს უფრო ჯანსაღ გარემოში გაზრდის საშუალება ჰქონდეთ.


,,ვიცი ჰაერი დაბიძურებულიაო, რა აზრი აქვს აუზსო, მაგრამ ჩვენ, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ. დიდი იმედი მაქვს მხარში დგომის. ერთად შევძლებთ გავაკეთოთ კარგი საქმე ჩვენი პატარა რაიონისთვის და ჩვენი შვილებისთვის." - აღნიშნავს ნათია ბითარიშვილი.


სოციალურ ქსელში მის განცხადებას უკვე 200-მდე კასპელი მოქალაქე გამოეხმაურა და პეტიციაზე ხელმოწერის სურვილი დაუდასტურა.
კასპის მერიაში საკითხის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.






https://www.qartli.ge/