გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გორში ნაგავზე გაჩენილმა ცეცხლმა გაზის მილი და მანქანა დააზიანა

26-07-2019

გორში, წმინდაწყალზე, დაახლოებით 400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ,,საქორგგაზის" წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე განაცხადეს.გორში, წმინდაწყალზე, დაახლოებით 400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ ,,საქორგგაზის" წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე განაცხადეს.


,,ვიღაცამ ნაგავს წაუკიდა ცეცხლი და, ამის გამო, გასკდა მილი. დაახლოებით 400 აბონენტს შეუწყდა გაზის მიწოდება. დაახლოებით ერთ საათში აღვუდგენთ ბუნებრივი აირის მიწოდებას ჩვენს აბონენტებს.“ - აცხადებს „გორიგაზის“ წარმომადგენლი გიორგი ხაჩიძე.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეს-სამსახურის ცნობით, ცეცხლი 2 კვ.მ ფართზე ნაგავს ეკიდა.


ამჟამად, ცეცხლი ჩამქრალია. ,,საქორგგაზის" წარმომადგენლების ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება ერთ საათში აღდგება.შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა იქვე მდგომი მანქანაც.






https://www.qartli.ge/