26-07-2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებულ ტენდერებს იკვლევს.
ზაზა მელიქიძესთან კავშირში მყოფი კომპანიების საქმიანობით დაინტერესება, სუს-ს საზოგადოებრივმა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ“ ურჩია.
ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა და გაარკვია, რომ ზაზა მელიქიძის კომპანიები, პოლიტიკაში მოსვლამდე სახელმწიფო შესყიდვებში თითქმის არ მონაწილეობდნენ, მას შემდეგ კი, რაც ჯერ გამგებლად, შემდეგ მერად აირჩიეს, მშენებელმა კომპანიებმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, მუნიციპალიტეტის გამოცხადებული ტენდერები მოიგეს.
კვლევა 15 ივლისს გამოქვეყნდა. მედია იმ დღიდან ცდილობს ზაზა მელიქიძისგან კომენტარის მოპოვებას. დაპირების მოუხედავად, მუნიციპალიტეტის პირველი პირი ჟურნალისტებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.