გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელთა უმრავლესობას ხელშეკრულება არ გაუგრძელდება

4-01-2018

ოზურგეთის მერიაში მობილობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე თვიდან მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების შერწყმის პროცესი იწყება.

როგორც "გურიის მოამბესათვის" ხდება ცნობილი, ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელთა აბსოლიტურ უმრავლესობას ხელშეკრულება არ გაუგრძელდება და ორი მუნიციპალიტეტის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ თუ შენარჩუნებულ საზოგადოებრივ კავშირებს ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ.

მათ შორის აღსანიშნავია "დასუფთავების სამსახური" და "კულტურის ცენტრი". არაოფიციალური ინფორმაციით, როგორც ვოვა სალუქვაძე, ასევე კობა ბანძელაძე თანამდებობას დატოვებენ.

პირველ დონეზე ცვლილებები იქნება სპორტშიც. 

ერთადერთი, ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, ვისაც თანამდებობაზე დარჩენას შესთავაზებენ და ხელშეკრულებას გაუგრძელებენ, ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ლიკა ბაქანიძეა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი დღეს იწყება და მის განვითარებას შესაძლოა ბევრი მოულოდნელობებიც მოყვეს.

ჯერ ჯერობით უცნობია, თუ ვის კანდიდატურებს განიხილავს ახალარჩეული მერის გუნდი ამ თანამდებობებზე, თუმცა ესეც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

წყარო: "გურიის მოამბე"

http://guriismoambe.com/index.php?m=68&news_id=27885