გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

9 წლის წალენჯიხელ ვუნდერკინდს საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცეს

26-07-2019

რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა ასტრონომიით დაინტერესებულ მოსწავლეს საჩუქრად ტელესკოპი და ასტრონომიის შესახებ ლიტერატურა გადასცა. განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა, ფონდმა პატარა ბიჭის შესახებ "იმედის კვირის" სოუჟეტიდან შეიტყო.


ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურად დაუცველ ნიჭიერ მოსწავლეს, გაიფართოვოს ცოდნა მისთვის საინტერესო სფეროში და სამომავლოდ უზრუნველყოფს მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაზე, სადაც ის შეძლებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას.


შეხვედრას აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი დაესწრო, რომელმაც ქაინ ბელქანიას გადასცა წიგნი და აუხსნა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი.





https://imedinews.ge/ge/