გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ უფლისციხემდე ახალ სადენებს ამონტაჟებენ

26-07-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის ელექტომომარაგებისთვის ახალ სადენებს ამონტაჟებენ. ,,თეძამის" ქვეელექტორსადგურის მხრიდან ბოძების მონტაჟი მიმდინარეობს.


,,ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლის ცნობით, მალე უფლისციხეში დენი მიწოდება გაუმჯობესდება:


,,ძველი სადენების გამო, ხაზები ხშირად წყდებოდა და დიფერი მწყობრიდან გამოდიოდა. სულ მალე, ეს სისტემა გაუმჯობესდება" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელს.


„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ხაზი შენდება რეგულირებული ახალი მიერთების ფარგლებში და ამ ხაზზე გადმოერთვება სოფელი უფლისციხეც.


,,ეს სოფელი ელექტროენერგიით გორიდან მარაგდება, გორიდან მარაგდება თეძამის ხაზიც. ვინაიდან, ისედაც რეგულირებულ ახალ მიერთებას ვაკეთებდით, უფრო გამართული ხაზის მეშვეობით მივა დენი უფლისციხემდე.“-გვითხრეს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.








https://www.qartli.ge/