26-07-2019
პოლიციამ რესტორან „მზიურიდან“ სათვლათვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო. აღნიშნული ქმედება 22 ივლისის საღამოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
სავარაუდოდ, სწორედ „მზიურის“ კამერებმა დააფიქსირა POS-TV-ს ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მომხდარი ინციდენტი.
ადამაშვილი მასხულიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ დიზაინერმა თმით ითრია. ბრალდებას ადრესატი კატეგორიულად უარყოფს. საქმეზე ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზაც.
ინციდენტის ღამეს განვითარებულ მოვლენებს შსს ძალადობის მუხლით იძიებს.