გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ივლიტაში სპორტული მოედანი არჩილ ტატუნაშვილის სახელობის იქნება

26-07-2019

ახალციხეში, სოფელ ივლიტაში სპორტულ მოედანს, ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქმევა, სახელის მინიჭებამდე სტადიონი შემოიღობება.ივლიტის სპორტული მოედნის შემოღობვის სამუშაოებისათვის ტენდერში, განაცხადების მიღების ვადები უკვე ამოიწურა და ახლა, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობას.


სტადიონის შემოღობისთვის, ტენდერი 47 113 ლარზე იყო გამოცხადებული. ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო, აქედან ორს ტექნიკური ხარვეზების გამო დისკვალიფიკაცია მიეცა, ხოლო მესამე ინდმეწარმე „მალხაზ მაღრაძეს“ ხელშეკრულება გაუფორმდება, რომელიც სამუშაოებს 38 990 ლარად განახორციელებს.


ივლიტის სპორტულ მოედანზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, მას ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელი მიენიჭება. ტატუნაშვილის დედა სოფელ ივლიტიდანაა.


არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს, 23 თებერვალს, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. მაშინ, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით დაიღუპა, თუმცა მისი გადმოსვენების შემდეგ, შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდა, ერთ თვეში კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.








http://sknews.ge/