გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

26-07-2019

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გ.მ.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 3 დეკემბერს ნინოწმინდაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.