გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა იწყება

27-07-2019

ხევსურეთში მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა იწყება - ამის შესახებ შატილში ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია პირადად მიაწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ნათია თურნავასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა, სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა. 

როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, შატილის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის - იწყება მიკრო და მცირე გრანტების პროგრამა. ნათია თურნავამ ადგილობრივებს პროგრამის პირობები და დეტალები განუმარტა და მასში ჩართვისკენ მოუწოდა.

„შატილის ადგილობრივ მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად ჩაერთოს მცირე გრანტების პროგრამაში, რომელიც შემოდგომაზე განხორციელდება. დარწმუნებულები ვარ, აქ ინტერესი დიდი იქნება, რადგან ჩვენი ტურისტული პოტენციალისთვის ასეთი ულამაზესი კუთხეები უნდა იყოს უკეთ წარმოჩენილი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - აღნიშნა მინისტრმა. 

შატილის მოსახლეობა დადებითაც აფასებს ადგილზე მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის დაწყებას. როგორც შეხვედრაზე ნინო ჭინჭარაულმა განაცხადა, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაანონსდა მცირე და მიკროგრანტების პროგრამა. მისი თქმით - „ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას - რომ საოჯახო სასტუმროებმა ვიზიტორებისთვის გააუმჯობესონ პირობები“.