გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მესტიის მერია: სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს

27-07-2019

მესტიის მერია ლეხზირის ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს.


„გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა, გეოლოგებმა და გლაციოლოგებმა ვერტმფრენით დაათვალიერეს და გაეცნენ ლეხზირის ხეობაში არსებულ ვითარებას. მათთან ერთად იმყოფებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პირველადი დათვალიერებით სტიქიის მსგავსი მასშტაბებით განმეორების საშიშროება აღარ არსებობს. ამ დროისთვის ხეობაში რჩება გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას“, – წერია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




https://1tv.ge