გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე C ჰეპატიტსა და აივ ინფექციაზე უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

28-07-2019

დღეს, 28 ივლისს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე C ჰეპატიტსა და აივ ინფექცია/შიდსზე უფასო სკრინინგი მიმდინარეობს. 2019 წლის ჰეპატიტის მსოფლიო დღის მთავარი თემაა – ვიპოვოთ დაკარგული მილიონები!


ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად C ჰეპატიტის ახალი კამპანია “შენ C“ დაიწყო.


ყოველწლიურად, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ.


ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შეირჩა ნობელის პრემიის ლაურეატისა და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის (აღმოაჩინა 1967 წელს) ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ.


აღნიშნულ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, განახორციელონ ეფექტური ქმედებები, რაც ხელს შეუწყობს დაავადების შესახებ ცოდნის გაუმჯობესებასა და ინფექციის ახალი შემთხვევების პრევენციას.