გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქარელში ფულის გამოძალვის ფაქტი ფარულმა კამერამ დააფიქსირა

28-07-2019

ქარელში მცხოვრებ მ.ბ.-ს, სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2019 წლის 17 მაისს მიიღეს.


ბრალდების მიხედვით, მსჯავრდებული სოფელ რუისში მცხოვრებ მამაკაცს ფულად თანხას სისტემატიურად სძალავდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ხშირად ხვდებოდა მოქალაქეს, როგორც გორის, ასევე, ქარელის რაიონში და ითხოვდა 450 დოლარის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა.


მოქალაქემ ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცავებმა, მოქალაქესთან ერთად, გამოძალვის ფაქტი ვიდეოფირზე გადაიღეს.


,,აღნიშნული მუქარის შედეგად, მოქალაქემ სოფელ რუისში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მ. ბ-ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 250 ლარი. იმავე წლის 29 ოქტომბერს ქარელში ბრალდებულმა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოქალაქეს კვლავ მოსთხოვა მომდევნო დღეს 350 აშშ დოლარის გადაცემა", - აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებით ნაწილში.

ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა, იმ მოტივით, რომ იგი არა თუ თანხას სძალავდა, არამედ ვალის დაბრუნებას ითხოვდა.


,,დაზარალებულს არ სურდა ვალის გადახდა. სასამართლოს მისცეს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო საკუთარი დანაშაულის დასაფარად ითანამშრომლეს სამართალდამცავ ორგანოებთან და გადაწყვიტეს ყველაფერი უდანაშაულო ადამიანისთვის დაბერალებინათ", - აღნიშნა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.


მესამე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველის პოზიცია:


,,სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბრალდებული ითხოვდა მხოლოდ იმ თანხის გადაცემას, რაც რამდენიმე ხნით ადრე მისთვის სესხის სახით ჰქონდა გადაცემული. ასევე არ არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს ბრალდებული მოგვიანებით გახდა დანაშაულის პროვოცირების მსხვერპლი, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიდან, რომლებითაც დასტურდება, რომ დაზარალებულის ქცევა არ არის მაპროვოცირებელი, ბრალდებული ითხოვს არა ვალის დაბრუნებას, არამედ ძალადობის გამოყენების მუქარით - მისთვის გარკვეული რაოდენობის თანხის გადაცემას." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სასამართლოსთვის ასევე უსაფუძვლო აღმოჩნდა ადვოკატის მითითება დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ,,ისინი შესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც სასამართლოს საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია," - აღნიშნა მოსამართლემ.