გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ხონში თხილის მოსავალს იღებენ

29-07-2019

ხონის მუნიციპალიტეტში თხილის მოსავლის აღების პროცესი დაიწყო. სწორად ჩატარებული აგროსამუშაოებისა და წამლობების შედეგად ადგილობრივ მეთხილე ფერმერებს წელს თხილის კარგი მოსავალი აქვთ.

ფერმერებმა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აგროკონსულტანტების რეკომენდაციითა და ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინირებულად ჩაატარეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ დროულად გატარებულმა ღონისძიებებმა მავნებლის რაოდენობა საგრძნობლად შეამცირა, რაც დადებითად აისახა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე.

ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად ხონში, ქუტირსა და ივანდიდში არსებულ ვითარებას გაეცნო, სადაც საკარმიდამო ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფერომონიანი ბადე, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ პრეპარატის შესხურებით მათი ადგილზე განადგურება.

ხონის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, რომელთა რაოდენობა აგვისტოს დასაწყისში გაორმაგდება.