გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

30-07-2019

რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფესტივალი 14 ივლისს დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 17-მა რეგიონულმა თეატრმა და თეატრალურმა დასებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.


იუბილეს ფარგლებში, წელს ფესტივალს საქართველოს 13-მა ქალაქმა უმასპინძლა.


„14 ივლისს გაიხსნა რეგიონის თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი თბილისში. გაიხსნა სოხუმის თეატრის სცენაზე და ითამაშეს ფოთელმა მსახიობებმა, რადგან იცით, რომ ფოთის თეატრის შენობა ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს ფოთის თეატრი დაუბრუნდება თავის სახლს. ფესტივალმა 13 ქალაქი მოიარა. წელს ხუთი წელი შეგვისრულდა, ეს არის საიუბილეო თარიღი. გადავწყვიტეთ იმ ქალაქებში, სადაც პროფესიული თეატრები , გაგვეოცებინა იქაური მაყურებლები და მათთვის სხვა თეატრს ეთამაშა. გამოგვივიდა საინტერესო მოძრაობა. ფოთში დასრულდა ფესტივალი, ვერ მოვწყდით ამ ქალაქს. თავის დროზე, როცა ვაარსებდი ამ ფესტივალს, სწორედ ფოთისთვის, ფოთის მსახიობებისთვის, ფოთის თეატრის გამო ჩამოვედი და ქალაქის სიყვარულით გაკეთდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია ვერ მოვაკლებდით ფოთელ მაყურებელს ამ ფესტივალს. დაიხურა ყველაზე სასიამოვნო პროცესით, როცა ერთმანეთს ვეფერებით, ვლაპარაკობთ მომავალ გეგმებზე“,- განაცხადა ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ.


რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი ფოთში, შუქურასთან საზეიმოდ დაიხურა.







https://1tv.ge/