გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზესტაფონში "ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქრო გაიხსნება

30-07-2019

არასამთავრობო ორგანიზაცია "მოირგე" საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების წარმოებას იწყებს.


საწარმოსთვის ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე უკვე შერჩეული და შეთანხმებულია ფართი, რომელიც ორგანიზაციას "ჯორჯიან მანგანეზმა" უსასყიდლოდ გამოუყო. საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება. ეტლები საქართველოში დამზადდება და თითოეული მათგანი საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული.


კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გარდა, პროექტს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკ ჯორჯია" და საქართველოს ბანკის პროექტი "სიცოცხლის ხე".


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საწარმოს გახსნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი განიხილეს. საწარმოში, მინიმუმ, სამი შშმ პირი დასაქმდება.





https://pia.ge/