გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სენაკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

30-07-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს უფროსს ოთარ არევაძესა და ამავე დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს წარმომადგენელს დავით ფერაძეს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას, სადაც დეტალურად იქნა განხილული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოების, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ამბოლატორიებსა და ათ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერიის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსი, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იზა წურწუმია, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შესყიდვების განყოფილების უფროსი ხათუნა ჭანტურია, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი რომანოზ თოდუა ესწრებოდნენ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლაში, 470 000 ლარის სამუშაოები განხორცილდება.

ეკის, ზანის, ზემო ფოცხოს, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამბოლატორიების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 151 383 ლარს შეადგენს, აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურისათვის შენობის მშენებლობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენს მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება, რისთვისაც 239 239 ლარი დაიხარჯება.

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ქალაქად და სოფლად, სხვადასხვა ლოკაციებზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის შესყიდვების სამმართველოს წარმომადგენლებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.