31-07-2019
ანაკლიაში, სასტუმრო ,,პალმ ბიჩში,“ საერთაშორისო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH) ორგანიზებით, პროექტის ,,მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ნონა ოკუჯავა, ამავე განყოფილების სპეციალისტი მზია ბიგვავა და მუნიციპალიტეტების სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი, რომლის მიზანია მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით, საქართველოს მთავრობისა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საერთაშორისო ორგანიზაცია Action Against Hunger (AAH), პროგრამის სხვადასხვა კომპონენტის განსახორციელებლად, თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ სსიპ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, საერთაშორისო ორგანიზაციასთან ,,DVV International” და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ,,ათინათი“.