გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სახელფასო დანამატის სახით ლანჩხუთის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 60 ათას 370 ლარი გაიცა

4-01-2018

საერთო ჯამში, 2017 წლის 29 დეკემბერს პრემიის სახით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუჯეტიდან 14 705 ლარი გაიცა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სახელფასო სარგოს 50%-ი დანამატის სახით ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ და მისმა მოადგილემ ვლადიმერ ნანაძემ, ასევე, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და კომისიების ხელმძღვანელებმა მიიღეს.

როგორც ჩვენთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, სახელფასო დანამატი საახალწლოდ აიღო ყველამ, ვისაც კონკრეტული თანამდებობა აქვს.

სახელფასო დანამატები მიიღეს ასევე მერიის თანამშრომლებმა და მათ შორის ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. განსხვავებით საკრებულოდან, მუნიციპალიტეტის მერიაში ბიუჯეტიდან სამჯერ მეტი თანხა, სულ 45 ათას 665 ლარი გაიცა. მერიის სამსახურის უფროსებსა და თანამშრომლებს, ისევე როგორც საკრებულოში, კუთვნილი ხელფასის 50%-ი დანამატის სახით დაერიცხათ.

ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მიიჩნევს, რომ 2017 წლის ბიუჯეტიდან ლანჩხუთის მერიასა და საკრებულოში გაცემული 60 ათას ლარზე მეტი, რომელიც ყველა თანამშრომელზე 50%-იანი სახელფასო დანამატის სახით გაიცა, ძირითადად არა დამსახურების, არამედ მეცამეტე ხელფასის სახით გაიცა.

სარიშვილის თქმით, 2018 წლიდან ბიუჯეტიდან თანხას პრემიის, ჯილდოს თუ დანამატის სახით მხოლოდ იმ თანამშრომლებზე გაიცემა, რომლებიც ამას სწორედ გაწეული თავდაუზოგავი შრომის სანაცვლოდ მიიღებენ:

"ეს თანხა, 60 ათას 370 ლარი, რაც გაიცა საახალწლოდ მერიასა და საკრებულოში, უფრო მეცამეტე ხელფასის სახით გაიცა. ანუ, ყველა თანამშრომელზე ხელფასის 50%-ის სახით. პირველად დარიგდა სახელფასო დანამატი 2017 წლის დასაწყისში და მეორედ წლის ბოლოს. რაც შეეხება დამსახურებას, ამის მიხედვით 2018 წლიდან მოხდება თანამშრომლებზე სახელფასო დანამატისა თუ პრემიის გაცემა. მე ამის მომხრე ვარ"-გვითხრა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე , რომელმაც საახალწლოდ ბიუჯეტიდან სახელფასო სარგოსთან ერთად 50%-იანი დანამატიც მიიღო, თვლის რომ ეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მიღებული ხმების სანაცვლოდ, დამსახურებულად მიღებული თანხა იყო.

როგორც ტაბიძე "გურიის მოამბესთან" აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი მოწვევის საკრებულო სულ 2 თვეა რაც მუშაობას შეუდგა, საახალხწლოდ მათი წახალისება არჩევნებზე მიღებული მათალი ნდობის ერთგვარი საზღაური იყო:

"დამსახურებული ქალბატონო იგი იყო , რომ 95%-ი ავიღე სამ სოფელში, სადაც სულ 2700 ამომრჩეველია და... მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ვმუშაობ რა. 2017 წელს 95%-ი ავიღე და გაიარე სოფელში და ნახეთ რა აქვს ბესო ტაბიძეს გაკეთებული.

ანუ თვლით, რომ სახელფასო დანამატი დამსახურებულად მიიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ მუშაობა სულ რაღაც 2 თვის წინ დაიწყო?

_ კი ბატონო. ნამდვილად ვთვლი, რომ დამსახურებული იყო.

წყარო: newposts

http://www.newposts.ge/?l=G&id=161510-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98,%20%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%97%E1%83%98