31-07-2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი და კრწანისის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია დღეს სიღნაღის ,,ბროწლიანის სათნოების სახლის’’ ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ.
,,ბროწლიანის სათნოების სახლის’’ სრული რეაბილიტაცია საქველმოქმედო ფონდის ,, დავეხმაროთ საქართველოს’’ მეშვეობით განხორციელდა, რომლის ინიციატორი 15 წლის ჰოლანდიაში მცხოვრები, ქართული დიასპორის წარმოადგენელი გიორგი ვენკოა.
დღეს სათნოების სახლის ბენეფიციარი 24 შშმ პირია, რეაბილიტაციისა და დაგეგმილი ცვლილებების შემდეგ კი მათი რაოდენობა ორჯერ გაიზრდება.
ფონდი სამომავლოდ გეგმავს ცენტრში მზის პანელების დამონტაჟებას.
ინიციატორი 15 წლის გიორგი ვენკო წლის ყველაზე ახალგაზრდა ქველმოქმედად დასახელდა.