გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა სენაკის მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები გააცნო

1-08-2019

აზიური ფაროსანას ღონისძიებების გაცნობის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახა კუპრეიშვილი, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად აგრძელებენ.


მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ ზანის, ეკის, უშაფათის, ფოცხოს, ნოქალაქევისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულებში, მოსახლეობას ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდები გააცნო.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისა და მოსახლეობის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ სასურველი შედეგი ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.


მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სიმინდის მასივები - ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.


ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე მონტაჟდება ფერომონები და „მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, რომლის მეშვეობით ხდება დიდი რაოდენობით მავნებლის მოზიდვა. პრეპარატის შესხურების შედეგად კი - მისი ადგილზე განადგურება.


აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებ.გვერდზე - www.parosana.ge