გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ლანჩხუთიდან 11 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს

1-08-2019

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 11 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს.


ბენეფიციართა პირველი ნაკადი (11 ბენეფიციარი ) ურეკში სასტუმროს ტიპის კომპლექსში 10 დღეს გაატარებს.

ბავშვები თანხმლებ პირებთან ერთად დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, მერის მოადგილეებმა: ბიძინა იმნაიშვილმა და ეკა გუჯაბიძემ გააცილეს.

პროგრამის მხარდამჭერია ასოციაცია „საბა“. 

"ეს დიდი დახმარებაა ჩვენთვის, 10 დღის განმავლობაში ჩვენი შვილები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას და ამასთან ერთად მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებენ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცით", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ინეზა კვაჭაძემ.

აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 10 000 ლარით აფინანსებს.